თბილისის ბოტანიკური ბაღი ერთ-ერთი  უძველესია მსოფლიოში. მისი ისტორია XVII საუკუნის I ნახევრიდან (1636 წ.) იწყება.

თბილისის ბოტანიკური ბაღი 128 ჰექტარ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ქართველ ბოტანიკოსებთან ერთად მუშაობდნენ რუსი და გერმანელი სპეციალისტები. მოგვიანებით ბაღის ტერიტორიის გასაფართოვებლად შეიძინეს მიწები და გააშენეს ადგილობრივი და ეგზოტიკური მცენარეები.

თბილისის ბოტნიკური ბაღი

ახლა ისევ თამამად შეგიძლიათ ისიამოვნოთ ბოტანიკური ბაღის საოცარი გარემოთი, ნახოთ ჩანჩქერი და მასზე გადებული ხიდი, იქვე ბამბუკების ჭალაში გადაიაროთ თბილისის ტერიტორიაზე არსებულ უძველეს თაღოვან (ოქოაანთ) ხიდზე, დაათვალიეროთ ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე ჩასმული აზერბაიჯანელ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, ახვიდეთ “ანგელოზების ბაღად” წოდებულ ზემო პარტერში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *