ლეღვთახევის ჩანჩქერი — ჩანჩქერი ძველი თბილისის ერთ-ერთ ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონში, აბანოთუბანში, ლეღვთახევის ხეობაში მდებარეობს. ჩანჩქერის სიმაღლე 22 მეტრია.

ჩანჩქერს და ხეობას სახელი ეწოდა ამ ადგილებში ლეღვის ხის სიმრავლის გამო.

ლეღვთახევი

გვიანდელი ფეოდალური ხანის წყაროებში გვხვდება აგრეთვე ლეღვთახევის სხვა სახელწოდებები: წავკისისხევი, სალალაკისხევი (მდინარე წავკისწყლის ანუ სალალალისწყლის სახელის მიხედვით) და დაბახანა (ლეღვთახევში გამომდინარე გოგირდის წყალში ტყავს ამუშავებდნენ მეტყავე-დაბაღები, აქედან მომდინარეობს სახელწოდებაც დაბახანა).

 

XIX საუკუნეში ლეღვთახევში ბოტანიკური ბაღი გაშენდა. 2012 წელს განხორციელდა ლეღვთახევის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *