აბანოების უბანი — საქართველოს დედაქალაქ თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბანი.
სახელწოდება უკავშირდება ძველთაგანვე ცნობილ ბუნებრივად ცხელ მინერალურ წყლებზე გაშენებულ აბანოებს.

ლეგენდა თბილისის ცხელი წყლების აღმოჩენას და მათზე ქალაქის გაშენებას V ს. ქართლის მეფეს ვახტანგ გორგასალს მიაწერს.
ამ აბანოებს ძველ თბილისში მარტო სამკურნალო დანიშნულება არა ჰქონია; აქ ხშირად მთელი დღით მოდიოდნენ მოქალაქეები, ბანაობდნენ, ისვენებდნენ და ლხინსაც მართავდნენ.

რუსი მწერალი ალექსანდრე პუშკინი, რომელიც თბილისს 1829 წელს ესტუმრა, წერდა: „ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს არც რუსეთში, არც თურქეთში უფრო დიდებული რამ, ვიდრე თბილისის აბანოებიაო“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *